თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

სამთო-სათხილამურო ტურები ბოროვეცში2024-2025

ბოროვეცი

ბოროვეცი – უმსხვილესი სამთო-სათხილამურო კურორტი საინტერესო ისტორიით. იგი დაარსდა ჯერ კიდევ 1896 წელს, იყო ბულგარეთის მეფეების საყვარელი დასასვენებელი , რომლებიც აქ გასართობად და სანადიროდ ჩამოდიოდნენ. ბოროვეცი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. 

კურორტი განლაგებულია რილას მთის ჩრდილოეთით,ზღვის დონიდან 1300 მ, ბულგარეთის და ბალკანეთის ყველაზე მაღალი მწვერვალის მუსალას  (2925მ) ძირში. სოფიიდან დაშორებულია  70 კმ-ით, პლოვდივიდან კი – 120 კმ-ით. ულამაზესი ფიჭვის ტყე, მთის კრისტალურად სუფთა ტბები და არაჩვეულებრივი ჰაერი იზიდავს დამსვენებელს ზაფხულში .  ზამთარში კი ბოროვეცი ნამდვილ დათოვლილ ზღაპრად იქცევა ხოლმე.  ამ დროს აქ ზამთრის სპორტის მოყვარულები ჩამოდიან,რომელთათვის შექმნილია არაჩვეულებრი პირობები . 

სამთო-სათხილამურო კურორტი ბოროვეცი შედგება სასრიალოდ განკუთვნილი 3 ზონისაგან: სიტნიაკოვო,იასტრებეცი და მარკუჯიკა. მოთხილამურეებს აქ სხვადასხვა სირთულის  24  ტრასა დახვდებათ. მათი საერთო სიგრძე შეადგენს 58 კმ. სიტნიაკოვოში განლაგებულია მარტივი და საშუალო სირთულის ტრასები. იასტრებეცში 3 წითელი და 1 შავი ტრასაა. მარკუჯიკაში  2208-2543 მ სიმაღლეზე განლაგებულია წითელი და ლურჯი ტრასები.  ბოროვეცში ყველაზე გრძელი ტრასის სიგრძეა  12 კმ.

კურორტი იდეალურია სხვა ზამთრის სპორტის სახეობებისთვისაც. აქ არის 2 ტრამპლინი  50 და 75მ სიგრძის ნახტომებისთვის. 18 სპეციალური ტრასა სნოუბორდისთვის, ტრასები სლალომისთვის. სტუმრების განკარგულებაშია 16 საბაგირო: 1 გონდოლა, 7 ბუგელური: «სიტნიაკოვო», «მარკუჯიკ 1», «მარკუჯიკ 3», «მარკუჯიკ0», «რილა», «იგლიკ» და «როტატა», «სიტნიაკოვო ექსპრესი», «იასტრებეც ექსპრესი», «მარკუჯიკ 2»,«მარტინოვი ბარაკი» და რამდენიმე მინი ამწე.  საბაგიროები მუშაობენ  დილის  9 -დან   16.30-მდე. ვისაც უყვარს საღამოს სრიალი, მათთვის არსებობს განათებული ტრასები. 

ბავშვებისთვის კურორტზე არსებობს საბავშვო სათხილამურო სკოლა, სადაც მათ მოემსახურებათ გამოცდილი ინსტრუქტორები,სანამ მშობლები დიდებისთვის განკუთვნილ ტრასებზე ისრიალებენ. 

კურორტზე იდეალური კლიმატია ზამთრის სპორტის სახეობისთვის. ჰაერის ტემპერატურა იშვიათად ეცემა  – 5оС დაბლა, თოვლის საფარის სიმაღლე კი  1,5 მეტრს აღწევს. თოვლი აქ დეკემბრიდან აპრილამდეა.

ბოროვეცი - სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც არა მხოლოდ ბულგარეთშია ცნობილი, არამედ ევროპაშიც. აქ უკვე ორჯერ ტარდებოდა საერთაშორისო ჩემპიონატი თხილამურებში, 1993 წელს კი კურორტმა უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ბიატლონში. 

დასვენება და გართობა

ბოროვეცი  - ეს არ არის მხოლოდ თოვლი, თხილამურები და სპორტი. ეს არის დასვენება, გართობა და ექსკურსიები. ტრასების დახურვის შემდეგ სტუმრებს  ელოდებათ უამრავი ბარი, ტავერნა, სპეციალური პროგრამებითა და სურპრიზებით. სპორტით სავსე, დამღლელი დღის შემდეგ, შეგიძლიათ მხიარულად და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო კლუბებში , იცეკვოთ დისკოტეკაზე ან რომელიმე მეხანაში მყუდრო და მშვიდ გარემოში გაატაროთ დრო და დააგემოვნოთ ტრადიციული  ბულგარული კერძები. განსაკუთრებულ ხიბლსა და კოლორიტს  მატებს კურორტს მისი ცნობილი სათხილამურო კარნავალი, რომელიც ტარდება ყოველკვირას ღამით. მხიარული კოსტიუმები,განათება, თოვლი და უდარდელი დროსტარება– დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა რომელიც ბოროვეციდან მიაქვთ ტურისტებს. 

ბოროვეცი- ეს არის მშვენიერი შესაძლებლობა გაეცნოთ ბულგარეთის ისტორიასა და კულტურას. აქედან შეიძლება გამგზავრება ყოფილ სამეფო სანადირო რეზიდენციაში, არაჩვეულებრი სათხილამურო ექსკურსია რილას ტბაზე, მუსალას მწვერვალზე ან ეწვიოთ მართლმადიდებლურ რილას მონასტერს.  მოინახულეთ ბულგარეთის დედაქალაქი-სოფია ან სხვა ქალაქები, მაგ. მელნიკი, პლოვდივი და სხვ. ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ პანორამული ტური ვერტმფრენით, იკატაოთ ციგით. მიიღოთ მონაწილეობა ღვინის დეგუსტაციაში და დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და მონაწილეობა მიიღოთ სხვა სახის გასართობ ღონისძიებებში. . 

 

 

ენა: Georgian

Ok
არჩევა