სამთო-სათხილამურო კურორტი ბანსკო გამოირჩევა მარკირებული და მოვლილი ტრასებით , რომლებიც განკუთვნილია ყველა დონის მოთხილამურისთვის (6 ლურჯი, 9 წითელი და 2 შავი), მათი საერთო სიგრძე 75 კმ-ზე მეტია.
ტრასებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ყველა დონის მოთხილამურეებს ასევე სნოუბორდისტებს. მთავარი ტრასებით ტომბა და ბანდერიცა - ექსპერტებისთვის. სასრიალო ზონა განლაგებულია მთა პირინის ორ უმშვენიერეს მწვერვალზე, რომელთა სიმაღლე 2900 მ. შეადგენს.
დამწყები მოთხილამურეები და სნოუბორდისტები კომპორტულად იგრძნობენ თავს მარტივ განიერ ტრასებზე, რომლებიც მრავლადაა ბანსკოში.
დამწყებთათვის რეკომენდირებულია ტრასები პლატო-1, შილიგარნიკ -1 და შილიგარნიკ-2.
საშუალო დონის მოთხილამურეებს ბანსკოში მოუხდებათ თითქმის ყველა ტრასა. გრძელი და ხანგრძლივი დაშვების მოყვარულთათვის იდეალური ტრასაა ბინდერიცა (4860 მ.). პროფესიონალებს შეუძლიათ ისრიალონ ტრასაზე ალბერტო ტომბა (1470 მ.).
სნოუბორტისებს ასევე არ გაუჭირდებათ აქ იპოვონ მათვის შესაფერისი დაღმართი. სპეციალურად სნოუბორდისტებისთვის ბანსკოში აშენებულია სნოუბორდ-პარკი და ჰალფ-პაიპი, სადაც მათ შეუძლიათ გააკეთონ სხვადასხვა ტრიუკები და ნახტომები.
4 და 2 კმ. სიგრძის ტრასები სარბენი თხილამურებისთვის განლაგებულია «ბინდერიშკა პოლიანა»-ს მიდამოებში. ასევე სარბენი თხილამურების ქალაქიდან 2 კმ-ში არის ტრასა "როლიუან",რომლის სიგრძეა 3 კმ. და იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1050 მ. სიმაღლეზე.
ტრასა | სირთულის დონე | სიგრძე მ. |
ბანსკო | მარტივი | 6500 |
პლატო 1 | მარტივი | 1730 |
შილიგარნიკ 1 | მარტივი | 2780 |
შილიგარნიკ 2 | მარტივი | 3100 |
სკი პიტ 1 | მარტივი | 4810 |
სკი პიტ 2 | მარტივი | 3250 |
ბანდერიცა | საშუალო | 4860 |
ბალკანიადა | საშუალო | 3120 |
ტოდორკა | საშუალო | 1820 |
სტარა პისტა | საშუალო | 1310 |
პლატო 2 | საშუალო | 1730 |
სტრაჟიტე | საშუალო | 2250 |
ჩალინ ვალოგ 1 | საშუალო | 1690 |
ჩალინ ვალოგ 2 | საშუალო | 1615 |
იულენ | საშუალო | 970 |
ტომბა | რთული | 2470 |