1. როჟენის მონასტერი – რუპიტე – მელნიკი
დაწყება: 8.30. დამთავრება: 19.30
ექსკურსია ითვალისწინებს როჟენის მონასტრის, სოფელ რუპიტესა , წმ. პარასკევას ტაძრის და ქალაქ მელნიკის მონახულებას.
შუასაუკუნოვანი ზღაპარი
მელნიკი და მისგან 5 კმ-ში მდებარე როჟენის მონასტერი ბუნებრივი და კულტურულ-ისტორიული ნაკრძალის სტატუსს ატარებენ.ზოგიერთი წყაროს თანახმად , მონასტერი დაარსდა 13–14 საუკუნეებში, ათონური წყაროები კი ამტკიცებენ, რომ ტაძარი რომელსაც ასევე უწოდებენ "შობის ტაძარს" აგებულია 890 წელს. როგორც არ უნდა იყოს, ამ წმინდა ადგილის მონახულების დროს დატკბებით მისი მშვიდი ატმოსფეროთი და განსაცვიფრებელი ხედებით, რომელიც იხსნება ამ შუასაუკოვანი მონასტრიდან.
ლეგენდარული ვანგა
შემდეგი გაჩერებაა ცნობილი სოფელი რუპიტე.
რუპიტე - ეს არის პატარა ბულგარული სოფელი, რომელშიც სიცოცხლის ბოლო 20 წელიწადი გაატარა ცნობილმა ნათელმხილველმა-ვანგა დიმიტროვამ. ვანგა უკვე დიდიხანია ბულგარეთის სიმბოლოდ და ლეგენდად ითვლება. იგი ამ პატარა სოფელში ცხოვრობდა, რომელიც მდებარეობს ბლაგოევოგრადსკის ოლქში, მდინარე სტრუმას მარჯვენა ნაპირზე. როგორც თვლიდა ცნობილი ნათელმხილველი,რუპიტეს რეგიონი ძლიერი კოსმიური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. შესაძლებელია სწორედ ამის გამო ,ამ ადგილზე არსებულ უამრავ თერმულ მინერალურ წყაროებს, უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნიათ.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რუპიტეს რაიონი, სადაც მრავლადაა თერმული- მინერალური წყაროები და ულამაზესი კოჟუხის და პჩელინას ბორცვები, სინამდვილეში - ჩამქრალი ვულკანის კრატერია. მათ ძირში დღემდე გვხვდება ვულკანური წარმოშობის კლდეები და პირამიდული წარმონაქნმები. კოჟუხის ბორცვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია უძველესი თრაკიელების ნაქალაქარი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. IV საუკუნით. რუპიტესთან ახლოს განლაგებულია ბუნებრივი პარკი ბელასიცა.
სოფელში თქვენ ეწვევით წნ. პარასკევას ტაძარს - ეს არის 100 ბულგარეთის ნაციონალური ტურისტული ობიექტებიდან ერთ-ერთი. ტაძარი აგებულია 1994 წელს. ვანგას პირადი სახსრებით, აქვე ტაძრის ეზოში დაკრძალულია ნათელმხილველი. ყოველდღიურად აქ მოდის უამრავი მომლოცველი და ტურისტი, რათა პატივი მიაგონ ნათელმხილველს, რომელმაც თავისი რჩევითა და წინასწარმეტყველებით უმსუბუქებდა ტანჯვას ბევრ ადამიანს და განკურნავდა სხვადასხვა დაავადებებისგან, ყველას ვინც დახმარებას სთხოვდა. ტაძართან ახლოს მდებარეობს ვანგას სახლიც.
უმშვენიერესი პატარა ქალაქი და ბულგარული ღვინოები
ულამაზესი და გასაოცარი მელნიკი – ბულგარეთის ყველაზე პატარა ქალაქი, მდებარეობს უმშვენიერესი პეიზაჟის ფონზე. პირინის მთის ძირში, ქვიშაქვის პირამიდული წარმონაქმნები უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტის ნაწილია. პირველი წერილობითი ინფორმაცია ამ ქალაქის შესახებ თარიღდება XI საუკუნით, შედის ბულგარეთის ნაციონალური ტურისტული ობიექტების ასეულში.
ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაისეირნონ ქალაქში, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები. მელნიკში სეირნობისას, თქვენ ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ ლამაზი სახლები და ბრწყინვალე წარსულის ნაკვალევი, რადგანაც ეს ქალაქი 1912 წელს მომხდარ ხანძრამდე, იყო რენესანსის ეპოქის ბულგარეთის საზოგადო მოღვაწეების უსაყვარლესი ცენტრი. ტურისტებს ასევე ხიბლავს მელნიკის ღვინო, რომლის დეგუსტაციაც შესაძლებელია კლდეებში არსებულ უძველეს ღვინის სარდაფებში. შესაძლებელია ასევე შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ღვინოები უშუალოდ ადგილობრივი მეღვინეებისგან.
2. რილის მონასტერი
დაწყება: 13.30. დამთავრება: 18.00
მომხიბვლელი საექსკურსიო მარშრუტი რილას მთებში, ბულგარეთის უდიდესი და ცნობილი მონასტრის-რილის მონასტრის (90 კმ-ში ბანსკოსგან) მონახულებით. ეს არის ბულგარული არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც შესულია unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მონასტერი დაარსებულია X საუკუნის ბოლოს.
მონასტერში ინახება მისი დამაარსებლის, წმინდა იოანე რილას ნაწილები, ასევე ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი «ოდიგიტრია» (ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხატი).
მონასტრის გარდა, თქვენ ასევე ეწვევით სამონასტრო მუზეუმს, რომელიც განლაგებულია სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. მუზეუმის ყველა ექსპონატის დათველიერება რთულია, რადგანაც მათი რაოდენობა 35 ათას აღემატება!
აქ ინახება უნიკალური ექსპონატები: უძველესი დოკუმენტები და ხელნაწერები, იშვიათი ხატები, ხელოვნების ნიმუშები, ეთნოგრაფიული საგნები, ასევე ურთიერთდახმარების შეთანხმების ორიგინალი რომელიც დაიდო 1466 წელს რილის და ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტრებს შორის. მაგრამ, ამ მუზეუმის ყველაზე ცნობილ ექსპონატად, რათქმაუნდა ითვლება რაფაელის ჯვარი– ულამაზესი ხის ჯვარი, რომელზეც ბერმა მხედველობის დაკარგვის ფასად, 12 წლის მუშაობის შემდეგ შეძლო გამოესახა 104 რელიგიური სცენა და 650 მინიატურული ფიგურა. დაასრულეთ ექსკურსია მონასტრის ტერიტორიაზე გასეირნებით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი მთებსა და მდელოებზე.
3. ბულგარული სოფელი– სული და ტრადიცია
დასაწყისი: 14.30. დასრულება: 19:00
ბანსკოდან 20 კმ-ში, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე, მდებარეობს სოფელ დობარსკოში. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სოფლის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ მეფე სამუილის დაბრმავებული ჯარისკაცები, რომლებიც 1014 წელს რილეს მონასტერში გაემგზავრნენ . მონასტერში მიმავალ გზაზე მათ სახე დაიბანეს წყაროში, რის შემდეგაც ისინი განიკურნენ. მეორე ლეგენდის თანახმად , ამ წყაროს წყლით თვალებს მკურნალობდა ასევე კლიმენტ ოჰრიდელი.
ეს სამკურნალო წყარო დღემდე ჩქეფს წმ. თეოდორე ტირონელისა და თეოდორე სტრატილატის სახელობის ცნობილი ტაძრის ეზოში, რომელიც მდებარეობს სოფლის ცენტრში. მისი აგების თარიღი არ არის ზუსტად ცნობილი. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ეკლესია 1614 წელსაა აშენებული ( და შესულია unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში) , მაგრამ მარმარილოს ფილაზე, რომელიც პირდაპირ საკურთხევლის წინ დევს სხვა თარიღია გამოკვეთილი - 1122.
როგორც არ უნდა იყოს, ეს მშვენიერი სოფელი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. ულამაზესი პეიზაჟების გარდა , აუცილებლად შეაფასებთ ადგილობრივი მაცხოვრებლების სტუმართმოყვარეობას და ბულგარულ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
გაეცნობით ბულგარულ ფოლკლიორს, გასინჯავთ უგემრიელეს კერძებს და დაისვენებთ ველურ ბუნებაში-მრავალსაუკუნოვან ფიჭვის ტყეებში, მაღალმთიანი პლატოზე, იხილავთ ულამაზეს მდელოებს, მთის ცივი წყაროები და როდოპის მთის მწვერვალს.
ექსკურსიის ფარგლებში თქვენ გელით სტილიზირებული დღესასწაული, სიმღერებით, ბულგარული ცეკვებით. შესაძლებლობა გექნებათ გადაიღოთ საინტერესო სამახსოვრო ფოტოები ტრადიციულ კოსტუმებში გამოწყობილ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად.
4. სოფია
დასაწყისი: 08.30. დასასრული: 16.30
გიწვევთ ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას მოსანახულებლად. ცოტათი დასანანია, იყო ბულგარეთში და არ მოინახულო მისი დედაქალი.
სოფია თანამედროვე -ევროპული ქალაქია, არაჩვეულებრივი ევროპული ცენტრით. ჩვენი ექსკურსია ითვალისწინებს სოფიას ცენტრალურ ქუჩებში და ცნობილ ადგილებში ფეხით გასეირნებას.
ექსკუსიის დროს დაათველიერებთ მართლმადიდებლურ ტაძრებს: ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარს, წმ. სოფიას ტაძარს, წმ. აღდგომის ეკლესიას, წმ. ნოკოლოზის ეკლესიას. ასევე მუსულმანური ხელოვნების ნიმუშს-ბანი-ბაშის მეჩეთს. მეჩეთის უკან შემორჩენილია ძველი აბანოს მცირე ნაწილი,ასევე შადრევანი ცხელი სასმელი წყლით. ამის გარდა თქვენ ასევე ნახავთ სინაგოგას, პარლამენტის შენობას და ნაციონალურ თეატრს.
ამ ექსკურსიი ფარგლებში გექნებათ თავისუფალი დროც, რათა დამოუკიდებლად გაისეირნოთ ქალაქის ქუჩებში. შეგიძლიათ ისიამოვნოთ ქალაქის ხედებით, დალიოთ არომატული ყავა ქალაქის რომელიმე კაფეში ან გაიაროთ ბულვარ ვიტოშაზე განლაგებულ მაღაზიებში.