ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

გართობა ბანსკოში

სათხილამურო ტრასებზე გატარებული თავგადასავლებით სავსე დღის შემდეგ,  ეწვიეთ ადგილობრივ ტრადიციულ ბულგარულ რესტორნებს (მეხანები). არაჩვეულებრივი ტიპიური ბალკანური მუსიკის თანხლებით დააგემოვნეთ ბულგარული სამზარეულოს კერძები და თავად დარწმუნდით ძველი ანდაზის სიმართლეში: «ერთი კარგი მზარეული უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შვიდი ექიმი». დააგემოვნეთ ასევე ბულგარეთის საოცრად არომატული ღვინოები.  

ტრასების მთელ სიგრძეზე განლაგებულია უამრავი ლამაზი და მოსახერხებელი სკი-ბარები, ამის გარდა კურორტზე არსებობს უამრავი ბარი და ღამის კლუბი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ იმხიარულოთ დილამდე.

ხმაურიანი ღამის ცხოვრების მოყვარულებს კურორტი დისკოტეკებს და კაზინოებს სთავაზობს. 

ბანსკოში იმართება სხვადასხვა დღესასწაულები - ქრისტიანული, მხიარული, სპორტული:

  • შობა - ამ დღესასწაულს თან ახლავს საეკლესიო რიტუალები უნიკალური ფრესკების მქონე ცენტრალურ ტაძარში. 
  • ახალი წელი - ეს არის საახალწლო მეჯლისის დროს; კუკერების კარნავალი-მამაკაცები  იკეთებენ მასკებს,იცმევენ ტრადიციულ ტანსაცმელს ჟღარუნებით, რომლებმაც უნდა გამოაღვიძონ გაზაფხული; სურვაკები- ბავშვები, რომლებიც დადიან სახლებში,ულოცავენ მასპინძლებს და ზურგზე სურვაჩკას (შინდის გაფერადებულ ტოტს) ურტყავენ და უსურვებენ მათ ნაყოფიერ წელიწადს,ჯანმთელობასა და ბედნიერებას, მასპინძლები კი სანაცვლოდ  მონეტებსა და ტკბილეულობას ურიგებენ. 
  • რელიგიური დღესასწაულები ორიგინალური და სპეციფიური ადათ-წესებით.
  • ზამთრის დღესასწაულები, რომლებიც იმართება პირდაპირ ტრასებზე (მხიარული შეჯიბრები, სრიალი ღამით განათებულ ტრასებზე და სხვ.). 

აქ არსებობს უამრავი დახურული და ღია თბილი მინერალური აუზები.
ტურისტებს აქვს შესაძლებლობა დატკბენ უმშვენიერესი ბუნებით  საინტერესო მარშრუტების მქონე ექსკურსიების დროს.  
ამის გარდა ბანსკოში, საბაგიროსთან ახლოს ფუნქციონირებს აკვაპარკი,  არაჩვეულებრივი საციგურაო მოედანი, ბოულინგი, ბილიარდი. ყველასათვის საინტერესო იქნება.
იმხიარულეთ, იცეკვეთ, გაერთეთ დილამდე!დაე, ფორტუნა გაგიღიმებთ სწორედ აქ, თოვლიან ბანსკოში!

მეხანები, რესტორნები და ბარები ბანსკოში

  • «Salt & Pepper» («მარილი და პილპილი»)

მეხანაში Salt & Pepper ყველაფერია იმისათვის , რომ სტუმრებმა შეიგრძნონ ტრადიციული ბულგარული ტრაპეზის ატმოსფერო. ბულგარეთში სიტყვა «მეხანა» უგემრიელესი კერძების სინონიმია. მეხანას ატმოსფეროს ძირითადი ნოტაა- თბილი და თითქმის საოჯახო გარემო.  

 მეხანა «Salt & Pepper»-ის ფილოსოფია მარტივია:მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება, საკვების მომზადების მარტივი მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივ ორგანულ პროდუქტებს. 

მეხანას თანამშრომლები ცდილობენ შექმნან მეგობრული ატმოსფერო. სტუმრები კი  თავისი მხრივ, შეაფასებენ ადგილობრივი პროდუქტების  მაღალ ხარისხს და ახლოდან გაეცნობიან ბულგარულ ტრადიციებს და სტუმართმოყვარეობას.

ბანსკო, ქ. პირინი, 75 ( Kaphouse Hotel-თან)

  • «ვესელო სელო»

ეს არის ეთნიკურ სტილში გაფორმებული რესტორანი, რომელიც სთავაზობს სტუმრებს უმაღლესი ხარისხის ტრადიციული ბულგარული კერძებისა  და სასმელების ფართო არჩევანს.

ეს ადგილი იდეალურია ბულგარული ტრადიციული სამზარეულოს მოყვარულთათვის. აქ მუშაობენ ბულგარეთის საუკეთესო მზარეულები. პერსონალი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს და მზად არიან  დაგეხმარონ კერძების არჩევაში. ტრადიციული და სპეციალური სადღესასწაულო შოუ-პროგრამები  კი კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. 

  • Jack's House

Jack's House – ეს არის ბანსკოს ცნობილი დისკოტეკა. დატკბით ინტერნაციონალური მუსიკით, სხვადასხვა აქციებითა და თემატური საღამოებით. 

Jack's House სთავაზობს თავის სტუმრებს Free Bar-ს: კლუბის წარმომადგენლებისგან იძენთ სპეციალურ სამაჯურს და ერთი საათის განმავლობაში შეგიძლიათ გასინჯოთ  შეუზღუდავი რაოდენობის კოკტეილები! დრო სწრაფად გარბის, მაგრამ მას არეგულირებს სპეციალური " შუქნიშანი" : მწვანე – შეგიძლიათ დალევა; ყვითელი – დროის ნახევარი გასულია, დაგრჩათ ნახევარი საათი; წითელი –  ბარის მარათონის დრო ამოიწურა. 

მთავარი Jack's House-ში – მუსიკალური განწყობაა, რომელსაც ქმნიან სტუმრებისათვის დიჯეი  და შოუ-ბალეტ Velvet-ის მოცეკვავეები. 

  • Amigo Pub

ადგილი მეგობრებისთვის– იმათვის ვინც ჩამოვიდა მეგობრებთან ერთად, და იმათვის ვინც  ეძებს ახალ მეგობრებს კურორტზე და მათვის ვინც ამ  საერთაშორისო პაბის მეგობარი ხდება პირველივე ვიზიტიდან. 

აქ შეიძლება შეუკვეთოდ ვახშამი, ისადილოთ და გაატაროთ სასიამოვნო საღამო. მრავალფეროვანი სამზარეულო გთავაზობთ,როგორც  რეგიონის ტრადიციულ კერძებს ასევე მსოფლიოში ცნობილ ევროპული სამზარეულოს კერძებს:პიცას, ლაზანიას, ზღვისპროდუქტების კერძებს,სპაგეტის და სხვ.  ამ დაწესებულების შეფ-მზარეული შედის ბულგარეთის 10 საუკეთესო კულინართა სიაში.  აქვე უკრავს ცოცხალი მუსიკა. შუაღამეს პაბში DJ Party  იწყება ევროპის საუკეთესო ხიტებით. ასევე დიდი ეკრანების მეშვეობით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მსოფლიო მნიშვნელობის სპორტულ შეჯიბრებს. 

დაისვენეთ Amigo Bar-ში – ბულგარეთის საუკეთესო ბარმენები მზად არიან გაგაკვირვონ  საუკეთესო კოკტეილებით! 

  • «ვინარნა – ტოდევა კრშა»

აქ ამზადებენ ტრადიციულ კერძებს კაფამას, ჩუმლეკსა და სუდჯუხს. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ევროპული სამზარეულოს კერძები. ეს ადგილი გთავაზობთ ასევე სასმელების არაჩვეულებრივ არჩევანს.

 ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი გაგათბობთ ცივ ზამთრის საღამოებში, წყნარი მუსიკა კი შექმნის კომფორტულ ატმოსფეროს სასიამოვნო ურთიერთობისთვის ახლობლებთა  წრეში.

დაისვენეთ და იგრძენით თავი როგორც სახლში! 

  • «ლა სკარა »

რესტორანი ნამდვილი გურმანებისთვის. ეს ადგილია იდეალურია იმათვის, ვისაც უყვარს გემრიელი კერძები და სიამოვნებით გაეცნობა მათი მომზადების ხელოვნებას. სტუმრებს სთავაზობენ თავად სცადონ ადგილობრივი ხორცის და ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის მომზადება სპეციალურ მაგიდა - ბარბეკიუზე , მასტერ კლასს კი ჩაგიტარებენ «ლა სკარას» » გამოცდილი მზარეულები. 

 

Orphus system