თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
ON-LINE დაჯავშნა
29°C

ლუთრაკი. დასვენება და ტურები2024

აღწერა

ლუთრაკი – საბერძნეთის «ცოცხალი წყალი» 

ლუთრაკი – პატარა ულამაზესი ქალაქი პელოპონესში, კორინთოს რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი თერმული და მინერალური წყაროებით. მდებარეობს კორინთის ყურის სანაპიროზე. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ქალაქი გარშემორტყმულია მთებით, ხოლო მწვერვალი გერანია  აღმართულია მის პირდაპირ.

ლუთრაკი არის ლუთრაკი-პერაქორას რეგიონის ცენტრი. მისი ფართობი თითქმის 197,000 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა - 21,000 ადამიანი. ქალაქი მდებარეობს ათენიდან 84 კმ-ზე, ხოლო კორინთოდან მხოლოდ 4 კმ-ში.

1925 წლიდან ქალაქი აღიარებულია როგორც გამაჯანსაღებელი კურორტი.

კლიმატი რეგიონში, ისევე როგორც მთელ პელოპონესზე, ზომიერი და ხმელთაშუა ზღვისაა. წელიწადში 340-მდე მზიანი დღეა. საკურორტო სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე. ამ თვეებში ჰაერი თბება 25-დან 35 ° C- მდე, წყლის ტემპერატურა კი 24-26 ° C აღწევს.

ისტორია

ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ეს რეგიონი იყო  ცნობილი როგორც პერეას ქვეყანა, ხოლო დღევანდელი კურორტის ადგილზე იყო უძველესი ქალაქი თერმე (თერმა), რომელიც უკვე მაშინ ცნობილი იყო თავისი ცხელი წყაროებით. თერმა ითვლებოდა ოლიმპიური ღმერთების საყვარელ ქალაქად. მისი მფარველი იყო ქალღმერთი არტემიდა თერმია (ცხელი), ყველა თერმული წყაროს მფარველი. "Loutra" ბერძნულად ნიშნავს "სამკურნალო აბაზანებს".

თანამედროვე ქალაქის ისტორიის ათვლა 1847 წლიდან იწყება, როდესაც პირველად იტალიაში გამოცხადდა მინერალური წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ. ამან  დიდი ინტერესი გამოიწვია და მოსახლეობა მთელი საბერძნეთიდან თერმესკენ გაეშურნენ და დაარსეს  ქალაქი.

ძლიერი მიწისძვრის დროს, 1928 წელს, ეპიცენტრით კორინთოში, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. მისგან მხოლოდ რამდენიმე შენობა დარჩა დღევანდელ პარკსა და თერმულ წყაროებს შორის მცირე კლდოვან მწვერვალზე. მიწისძვრის შემდეგ ქალაქი აღადგინეს, უკვე გაითვალისწინეს იმ დროის ანტისეისმური ტექნოლოგიები. შენობები იყო უბრალო, ძირითადად ბეტონის  ორსართულიანი. ბევრი მათგანი დღესაც არსებობს ქალაქის მთავარ ქუჩაზე.ამავდროულად აშენდა ჰიდროთერაპიის დაწესებულება, რომელსაც აქვს დამახასიათებელი მრგვალი ფორმა და შიგნიდან გაფორმებულია მდიდარი და დიდი მოზაიკის ტილოებით.

2008 წლიდან ლუთრაკის ცენტრში ფუნქციონირებს დიდი თანამედროვე მუნიციპალური ჰიდროთერაპიული დაწესებულება.

საბერძნეთში პირველი კაზინო აშენდა სწორედ ლუთრაკში 1930 წელს. მას შემდეგ ის წარმოადგენს ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას, მის სავიზიტო ბარათს. დღევანდელი კაზინო ფუნქციონირებს 1995 წლიდან. ეს არის ყველაზე დიდი სათამაშო დაწესებულება არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ევროპაშიც. დიდი გასართობი სასტუმრო კომპლექსი Club Hotel Casino Loutraki მთის კალთაზეა განლაგებული. აქედან ულამაზესი ხედი იშლება შემოგარენისა და მთელი კორინთოს ყურეზე. კაზინოში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ 23 წელს გადაცილებულ სტუმრებს.

ქალაქი-კურორტი

ლუთრაკი –პირველი ქალაქი-კურორტია საბერძნეთში. მისი წყაროების მაცოცხლებელი და გამაახალგაზრდავებელი ძალა ოლიმპიურმა ღმერთებმაც კი იცოდნენ, რომელთაც აქ დასვენება და სამკურნალო წყლებში ბანაობა უყვარდათ. ღმერთების შემდეგ "ცოცხალი წყლის" ძალა დააფასა ხალხმაც. რომაელთა მმართველობის პერიოდში აქ აშენდა აბანოები, რომელშიც ისინი ბანაობდნენ. ბიზანტიის დროს წყაროების მახლობლად აღმართულ ეკლესიებში ავადმყოფების განკურნებას უკვე მღვდლები ემსახურებოდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მინერალური და თერმული წყლების სამკურნალო თვისებები მეცნიერულად დადასტურდა, კურორტის ოფიციალური განვითარება დაიწყო.

ლუთრაკის მინერალური წყაროს წყალს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და ნატრიუმს სასიამოვნო გემო აქვს. მისი ტემპერატურა 30-31.5 გ აღწევს. მისი დალევა შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე, უშუალოდ წყაროებიდან. მინერალური წყლის მიღება და ფიზიოთერაპიული პროცედურები რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ნერვული სისტემის დარღვევების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის უკმარისობის და თირკმელების დაავადებების დროს, ასევე ეფექტურია გინეკოლოგიური, კანის, სახსრების დაავადებების სამკურნალოდ.

დღეს ლუთრაკიში არის ჰიდროთერაპიის ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე აპარატებით წყლით თერაპიისთვის, ფიზიოთერაპიისა და ბალნეოლოგიური პროცედურებისათვის.



ღირსშესანიშნაობები

ლუთრაკი თავისი ხელსაყრელი კლიმატური პირობებით, შესანიშნავი ბუნებით, ყველაზე სუფთა სანაპირო ზოლითა და ფირუზისფერი ზღვით დასვენებისათვის შესანიშნავი ადგილია.

მისგან არც თუ ისე შორს მდებარეობს ძველი საბერძნეთის მთავარი ისტორიული და არქეოლოგიური ადგილები: კორინთო, ეპიდავროსი, ნაფლიონი, მიკენები, სუნიოსის კონცხი, ოლიმპია და ა.შ. აქედან მარტივია ათენში მოხვედრაც.

ქალაქიდან ახლოს, გერანიას მთის ფერდობზე მდებარეობს ღირსი პატაპი ეგვიპტელის მონასტერი, რომელიც აგებულია მე -11 საუკუნეში. 700-ე სიმაღლიდან იხსნება შესანიშნავი ხედი ჩრდილოეთ პელოპონესზე, კორინთოსა და სარონიის ყურეზე. მონასტერი აშენდა ბიზანტიური არქიტექტურის საუკეთესო ტრადიციებით. დღეს მასში ინახება  წმინდანის ნაწილები, რომლებიც მორწმუნეებმა ოსმალეთის ბატონობის დროს მახლობელ გამოქვაბულში დამალეს. ეს არის დედათა და ღიაა სტუმრებისთვის.

თერმული წყაროების მიდამოებში მდებარეობს წმინდა ანდრიას ტაძარი, რომელიც ააშენა ბიზანტიის იმპერატორმა იოანე კატაკუზინოსმა 1345 წელს.

ბევრი ტაძარი და ეკლესია მდებარეობს თავად ქალაქში. ინტერეს იწვევს წმინდა გიორგის ეკლესია, იოანეს ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, წმინდა მარინასა და ქრისტეს აღდგომის მონასტერი.

სოფელ პერაქორას მახლობლად, ერთ-ერთ გამოქვაბულში, წმინდა გიორგის პატარა სამლოცველოა. ფრესკა, რომელიც მას ამშვენებს, გამოსახავს წმინდა გიორგის ცხენზე. სავარაუდოდ, იგი მე -14 საუკუნეშია შესრულებული.

14 კმ. ქალაქის დასავლეთით მდებარეობს ულამაზესი ტბა ვულიაგმენი - ღრმა დახურული ზღვის ყურე, რომელიც კორინთოს ყურეს უკავშირდება ვიწრო, 6-8 მ სიგანის სრუტის საშუალებით.

ტბის დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში, მალანგავის კონცხზე, მდებარეობს ძველი ქვის შუქურა, რომელიც დღესაც გამოიყენება. აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ორი უძველესი ტაძრის აკრეასი და ლიმენიასის ნანგრევები.

ლუთრაკიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს ქალღმერთ ჰერასათვის მიძღვნილი ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - ჰერეონის ცნობილი ტაძარი, რომელიც ძვ.წ. V საუკუნეში აშენდა. აქ ტარდება მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები.

ძველი კორინთოს აღმოსავლეთით პოსეიდონისადმი მიძღვნილი მსოფლიოში სამი უდიდესი სიწმინდიდან ერთ-ერთი ნაშთი მდებარეობს. იგი ძველი ბერძნების მნიშვნელოვან რელიგიურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა და თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა III საუკუნემდე. აქ ტარდებოდა ცნობილი ისტმიის თამაშები. დაცულია ტაძრის საძირკველი, ნაწილობრივ აღდგენილია ლამაზი მოზაიკა. კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩნდა სტადიონის ფრაგმენტები, რომაული აბანოები და მრავალი სხვა შენობა. ისთმიაში არის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც გამოფენილია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ექსპონატები.

ძველი კორინთო მდებარეობს კორინთოს არხის ჩრდილოეთით 4 კმ-ზე. ეს ალბათ, საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი ქალაქია. ლეგენდის თანახმად, იგი დააარსა მითიურმა სიზიფემ.

ლუთრაკი -  ერთ-ერთია იმ ქალაქთა რიცხვში, სადაც დღემდე შენარჩუნებულია და მოქმედებს საზაფხულო კინოთეატრი. ის მდებარეობს შესანიშნავ ადგილას ზღვის გვერდით, საიდანაც გამოყოფილია რამდენიმე მწკრივი ოლეანდრით და მაღალი ევკალიპტის ხეებით. ეს არის კინოთეატრი Electra, რომელიც უკვე 60 წელზე მეტისაა.

არქიტექტურული და ისტორიული თვალსაზრისით საინტერესოა ქალაქის რამდენიმე ძველი შენობა, რომლებიც დაკავშირებულია მისი ცნობილი ქალაქელების სახელებთან : სასტუმრო პალასის შენობა  და ძველი კურორტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვილა - კ. იოანიდისის ვილა (გასული საუკუნის უმსხვილესი მრეწველის) დაცულადაა გამოცხადებული და მათ ისტორიული მნიშვნელობა ენიჭებათ. ვილა აშენდა 1956 წელს. იგი ატარებს თავისი დროოის ანაბეჭდს: მოცულობისა და ფორმის სიმარტივე, მაღალი ჭერი, ლამაზი მოზაიკა, მოაჯირები, გაფორმებული კარები. ამავე დროს, მისთვის დამახასიათებელია ამ პერიოდის ინოვაციური იდეები : დიდი ტერასები, ულამაზესი ბაღი ხეხილით, ყვავილებით და უზარმაზარი შადრევნით. ამ სახლში იკრიბებოდნენ პოლიტიკური და საქმიანი სამყაროს ცნობილი პიროვნებები, მრეწველები და გემთმფლობელები, რომლებიც აქ ერთობოდნენ  და ისვენებდნენ, შორს პაპარაცების ცნობისმოყვარე თვალებისგან.


სანაპიროები

ლუთრაკის სანაპირო

ლუთრაკი ასევე ცნობილია თავისი კოსმოპოლიტური სანაპირო ზოლით. 3,5 კმ სიგრძის ულამაზესი ბულვარში გასეირნება შეგიძლიათ დაიწყოთ კორინთოს არხიდან და დაასრულოთ ზღვისპირა ქალაქის პარკში. სანაპირო დაფარულია პატარა კენჭებით; ზღვა შედარებით მკვეთრად ღრმავდება. მრავალრიცხოვანი სანაპიროების კაფეტერიები დამსვენებლებს უფასო შეზლონგებს სთავაზობენ. მაშველები ზრუნავენ მოცურავეების უსაფრთხოებაზე. მთელ სანაპიროზე არის საშხაპეები. დამსვენებლებს ქალაქის სანაპიროზე შეუძლიათ დატკბნენ არაჩვეულებრივად ლამაზი მზის ჩასვლით, ერთის მხრიდან, კორინთოს სანაპიროს ხედით და მეორე მხრიდან ხედით ირეონის კონცხზე.

ლუთრაკის სანაპიროებზე ზღვის სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ დაკავდნენ წყალში ყვინთვით, სერფინგით, წყლის თხილამურებით. ასევე შესაძლებელია ჰიდროციკლებისა და იახტების ქირაობა. პლაჟზე კი ფრენბურთის თამაში.

ლუთრაკი მსოფლიოში ცნობილი კურორტია. მრავალი წლის განმავლობაში მას ენიჭება ევროკავშირის ლურჯი დროშა თავისი ულამაზესი პლაჟების სისუფთავისთვის. გამწვანება, ლაჟვარდოვანი ზღვა, უამრავი რესტორანი, ტავერნა, კაფე, შესანიშნავი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა აქ ასობით ათას ტურისტს იზიდავს. ზაფხულში, მაღალი ტურისტული სეზონის დროს, ლუთრაკის მოსახლეობა ათჯერ იზრდება. თერმული წყაროები და საბერძნეთის მთავარი ღირსშესანიშნაობების სიახლოვე კურორტს იდეალურ დანიშნულების ადგილად აქცევს ზამთარში დასვენებისთვისაც.